17 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
რეპრესიული ნარკოპოლიტიკა - Human Rights Watch-ის ანგარიშს დეპუტატები გაეცნობიან

საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა, რომელსაც ორგანიზაცია Human Rights Watch-ი რეპრესიულს უწოდებს საუბრის მთავარი თემა იქნება დღეს პარლამენტში.

ამ საკითხზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას სამხრეთ კავკასიაში ორგანიზაციის წარმომადგენელი შეხვდება.

გიორგი გოგია გეგმავს უმრავლესობის დეპუტატს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს იმ მწვავე შეფასების შესახებ, რომელიც Human Rights Watch-ის ანგარიშში უკვე მოხვდა. გოგია მზად არის, დეპუტატებს შესთავაზოს ინიციატივები, რომელიც არსებული პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებას უკავშირდება.

გავლენიანმა ორგანიზაციამ დოკუმენტი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი სისხლისსამართლებრივი დევნაა და არა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიდგომა.

"Human Rights Watch” ანგარიში ცალსახად საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებობდა და იმ შედეგებზე რომელიც რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას მოაქვს.

"Human Rights Watch“ მიმართავს ხელისუფლებას, რომ სრულად იქნას ამოღებული სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებული მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“-ამბობს "Human Rights Watch“-ის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი გიორგი გოგია.

დღის ამბები