17 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
უამინდობა საქართველოში - სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ძლიერ წვიმასა და სეტყვას ელოდებიან

საქართველოში უამინდობა გრძელდება. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ძლიერ წვიმასა და სეტყვას ელოდებიან.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ წვიმიანი ამინდი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ქარი, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მიაღწევს დაბლობ რაიონებში 34 გრდაუსს. ღამის საათებში 23 აგვისტომდე შესაძლებელია ზოგიერთ რაიონში იყოს ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით და არ არის გამორიცხული, შესაძლებელია იყოს სეტყვაც,“-განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარმა სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ.

დღის ამბები