ავტოსაგზაო შემთხვევა სტავროპოლში - დაშავებულია საქართველოს რამდენიმე მოქალაქე. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საავადმყოფოდან ელოდება. როგორც უწყებაში განმარტავენ იგეგმება სატელეფონო საუბარი მკურნალ ექიმთან.
სტავროპოლში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტობუსში 40 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან სამი საქართველოს მოქალაქეა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი გარდაიცვალა.
„არ ვიცით რა მოხდა იქ, მაგრამ მოწესრიგებული კომპანიაა. ორი მძღოლი მუშაობს კვირაში ერთხელ იმდენად მოწესრიგებულები არიან. არ ვიცი , რაღაც სხვა მოხდა, მოწინააღმდეგე მხარე იყო დამნაშავე გავრცელებული ინფორმაცია ეგ არის“ -ამბობს კომპანია ”ოთო ტურის” წარმომადგენელი ნანა სულაძე.
ავტოსაგზაო შემთხვევა სტავროპოლში გუშინ გამთენიისას მოხდა. თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი „კამაზის“ ტიპის სატვირთო მანქანას შეეჯახა.