სასტუმრო "ველმონდის", ყოფილი „ლეოგრანდის“ სამორინე გაიხსნა. დალუქვიდან მესამე დღეს სასტუმროში სამორინე ამოქმედდა.
ადვოკატის, კახა წერეთლის განცხადებით სამორინეს ამოქმედება შეთანხმებულია საგანგებო სამსახურთან.
ადვოკატმა უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. მისი განცხადებით, მიმდინარეობს სამუშაოები და ის ერთ თვეში დასრულდება.
სამორინეს ამოქმედებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.
ყოფილ „ლეოგრანდში“ გასულ წელს გაჩენილ ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა.