17 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
ახმეტაში სტიქიით დაზარალებულებს ნიკა მელია შეხვდა

ახმეტაში სტიქიით დაზარალებულ მევენახეებთან "ძალა ერთობაშია"-ს კამპანიის ერთ- ერთი ლიდერი, ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ჩავიდა.

ნიკა მელია მაისურაძეების ვენახში ადრიანად დაწყებულ რთველს დაესწრო. ის ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას. როგორც მელიამ განაცხადა, 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ სტიქიით დაზარალებულებს კომპენსაციის სახით 150 მილიონი ლარი გადაუხადა. მისივე თქმით, დღეს მთავრობა ფულად ანაზღაურებაზე ამბობს უარს.

სტიქიით დაზიანებული ყურძნის კრეფა ახმეტაში დილიდან დაიწყო.

სააქციო საზოგადოება ახმეტის ღვინის მარანი ყურძენს 50 თეთრად იბარებს. ამ დროისთვის 20 ტონამდე ყურძენია მიღებული.

დღის ამბები