17 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
დავით ბაქრაძე კახეთში სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

კახეთში სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს თელავის რაიონში სეტყვისგან დაზარალებულ სოფელ ნასამხრალში ჩავიდა და მოსახლეობას არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

დავით ბაქრაძესთან საუბარში გლეხები ამბობენ,რომ სეტყვის დამცავი მოწყობილობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაგვიანებით აამოქმედა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და ვენახები განადგურდა.

გლეხები ვეღარ ახერხებენ მოსავლის აღებას და ბანკიდან გამოტანილი სესხების დაფარვას. ადგილობრივების მოთხოვნა ამ საბანკო კრედიტების გადავადება და და შხამ - ქიმიკატების შეძენაში დახმარებაა.

დღის ამბები