"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი აცხადებს, რომ საწვავის ბოლო დროინდელი გაძვირება ბიძინა ივანიშვილსა და აზერბაიჯანის ლიდერის ერთობლივ სქემას უკავშირდება.
ნათელაშვილი ევროსაბჭოს მიმართავს და "სოკარისთვის" სანქციების დაწესებას ითხოვს. "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ ოლიგარქები მოსახლეობის ხარჯზე მდიდრდებიან და ამბობს, რომ გლობალური ტენდენციის საპირისპიროდ საქართველო ერთადერთი გამონაკლისია, სადაც საწვავი არ იაფდება და ძვირდება.
„ერთადერთი ქვეყანა საქართველოა, სადაც კატასტროფული გაძვირება ატარებს შეუჩერებელ ხასიათს და მარტო უკანასკნელ სამ თვეში ბენზინი-დიზელი გაძვირდა 12-13%. იძულებული ვხდები ვთხოვო ევროპის კავშირსა და აშშ-ს დააწესოს სანქციები სოკარის ხელმძღვანელობის მიმართ, რომლებიც ახორციელებენ ალიევ-ივანიშვილის დანაშაულებრივ დავალებებს"-განაცხადა ნათელაშვილმა.