17 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
"არ მაქვს მოლოდინი, რომ ის არ იქნება ჩინჩალაძის კლანის წარმომადგენელი“ - ნაზი ჯანეზაშვილი პრეზიდენტს აკრიტიკებს

იუსტიციის საბჭოს არამოსამრთლე წევრები საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებენ. ნაზი ჯანეზაშვილისთვის გაუგებარია, რატომ არ გამართა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

არამოსამართლე წევრების ნაწილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილს "ქართულ ოცნებასთან" საერთო ენა უნდა გამოენახა.

„მქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი შეხვდებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომ დაენახა რეალური სურათი, რაც უნდა ჰქონოდა შედეგზე ორიენტირებული შეხვედრები საპარლამენტო უმრავლესობასთან ამის გარეშე შეუძლებელია წარმატებას მიაღწიოს მისმა კანდიდატმა.

თუკი ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებაში გადავა  ეს უფლებამოსილება არ მაქვს მოლოდინი, რომ ის არ იქნება ჩინჩალაძის კლანის წარმომადგენელი“-აცხადებს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის მიუხედავად ანა დოლიძე პრეზიდენტისგან კანდიდატურის დასახელებას ელოდება. დოლიძე ამბობს, რომ უნდა შეირჩეს კანდიდატურა, რომელიც სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობას დაასრულებს. 

„არის უნიკალური შესაძლებლობა პრეზიდენტისთვის ახლა გააკეთოს ეს და ეს იქნება გარკვეული გამოცდა ოცნებისთვის, რამდენად არ უნდა ქართულ ოცნებას, რომ ეს თანამდებობა თავიდან ბოლომდე ჩაუგდოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხელში. თუ პრეზიდენტი წარადგენს შესაბამის კანდიდატურას და ოცნება დათანხმება ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი ჩვენი მართლმსაჯულებისთვის“ - აცხადებს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.

დღის ამბები