17 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
სამოქალაქო სექტორი ტყიბულში, შახტში მომხდარი ტრაგედიის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

სამოქალაქო სექტორი ტყიბულში, შახტში მომხდარი ტრაგედიის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის წევრები ამბობენ, რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიუხედავად, ამ დრომდე არ გამოკვეთილა შახტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის და მოადგილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, სწორედ მათ პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა შახტში არსებული უსაფრთხოების წესების დაცვა.  

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას, გამოკვეთოს ყველა ის პირი, ვინც მინდელის შახტაში უსაფრთხოების წესების დარღვევის პირობებში სამუშაოების განხორციელებაზე იყო პასუხისმგებელი.

„ჩვენთვის არ არის ცხადი თუ რატომ ვერ გამოკვეთა გამოძიებამ შახტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ამ საქმეში. თუ აფეთქებითი სამუშაო განხორციელდა 5 აპრილს ტყიბულის შახტში, როგორ ვერ აღმოაჩინა ექსპერტიზამ როგორც შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებზე ასევე ანაწმენდებზე აფეთქების კვალი. არ ვხსნით დღის წესრიგიდან პარლამენტის მიმართ, რომელიც გულისხმობს დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას, ტყიბულში მომხდარ ყველა შემთხვევასთან მიმართებაში,“-აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე.

დღის ამბები