ვინ არიან საოლქო საარჩევნო კომისიებში არჩეული დროებითი წევრები - 73-ვე პირის შესახებ ინფორმაცია, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" შეისწავლა.
არასმთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კომისიების დაკომპლექტებისას გამოიკვეთა სავარაუდო ნათესაური კავშირები და პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის შემთხვევები.
ასეთი ფაქტები ჭიათურის, რუსთავის, მარტვილის, ზუგდიდის და წყალტუბოს კომისიებში გამოვლინდა. ექვს შემთხვევაში კი არჩეულ პირებს სუს-ისა და საარჩევნო კომისიის მაღალი თანამდებობის პირებთან ოჯახური, ნათესაური ან მეგობრული კავშირები აქვთ.
„გამოიკვეთა ის შემთხვევები, რაზეც პოლიტიკური ძალა საუბრობდა. ამ შემთხვევაში საუბარი იყო იმაზე, რომ ნათესაური კავშირი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან, ასევე სუს-ის მაღალი თანამდებობის პირთან კავშირი და პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენ წლებია ამ მიმართულებით ვსაუბრობთ და შესაბამისი ძირეული რეფორმის გატარების აუცილებლობა არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების კუთხით,“-აცხადებს საია-ს წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილი.