17 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
ტრაპიზონში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქე ბათუმში გადმოიყვანეს

ტრაპიზონში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქე ბათუმში გადმოიყვანეს.

ტრანსპორტირების შემდეგ, ვენერა უსტიაშვილს სამედიცინო გამოკვლევები რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპზე ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. ტრაპიზონში რჩება ავარიისას დაშავებული კიდევ ორი მოქალაქე.

თურქეთში, ხუთი დღის წინ ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი მიკროავტობუსი ცენტრალურ მაგისტრალზე ამობრუნდა.

დღის ამბები