იმერეთის ახალმა გუბერნატორმა პირველი სამუშაო დღე თანამშრომლების გაცნობით დაიწყო.
შავლეგო ტაბატაძე სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ცოტახნის წინ მივიდა. პირველი სამუშაო დღის დაწყებამდე გუბერნატორი რაიონების მერებს შეხვდა. ტაბატაძე მერებს და თანამშრომლებს სოზარ სუბარმა წარუდგინა.
" პირველ რიგში ჩავალ ყველა რაიონში და გავეცნობით მათ პრობლემებს, აქტიური კომუნიკაცია მექნება როგორც მერებთან, ასევე მოსახლეობასთან. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ჯერჯერობით ცვლილებები არ იგეგმება, თანამდებობაზე რჩებიან მოადგილეებიც"- განაცხადა ტაბატაძემ.