იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილისთვის გაუგებარია, რატომ არ ასახელებს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს.
ნაზი ჯანეზაშვილისთვის მიუღებელია ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურაზე კონსულტაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან არ გამართა.
„უპირველეს ყოვლისა მიმაჩნია, რომ უნდა გამართულიყო კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობასთან, მაგრამ თუკი პრეზიდენტი გადაწყვეტდა, რომ ჩართულობა ყოფილიყო მაქსიმალური უშუალოდ სხვადასხვა წრეების, იგი აუცილებლად უნდა შეხვედროდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.
შემეძლო მიმეწოდებინა ყველა ჩემი მოსაზრება, თუ როგორ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ახალი თავმჯდომარე, იმიტომ რომ გვაქვს არაორდინალური ვითარება, გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები"-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.