სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა. გოგაშვილის თანამდებობიდან წასვლის ფაქტს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის გადადგომის მიზეზი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
იოსებ გოგაშვილი სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის მოადგილედ 2015 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2014-2015 წლებში ის შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი იყო. მანამდე კი ამ სამსახურის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.