ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ქვედა სამებაში მცხოვრებმა გურამ დიასამიძემ პროტესტის ნიშნად საკუთარ ბაღში თხილის ხეები გაჩეხა.
მისი თქმით, აზიურმა ფაროსანამ წლევანდელი მოსავალი სრულად გაანადგურა. დიასამიძეებს თხილის ბაღები 4 ჰექტარზე ჰქონდათ გაშენებული და სეზონზე 2 ტონა თხილს კრეფდნენ.
მათი თქმით, ფაროსანამ თხილის გარდა სხვა ხილი და ბოსტნეულიც გაანადგურა, დიასამიძეები აცხადებენ, რომ ოჯახის ყველა წევრი დაუსაქმებელია და თავს საკუთარ ნაკვეთში მოყვანილი მოსავლით ირჩენდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობას ისინი ხელისუფლებას აკისრებენ და კომპენსაციის მიღებას ითხოვენ. მათი თქმით, შეწამვლა არაეფექტური იყო.