17 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
„სოსო გოგაშვილი შეეწირა სტრასბურგში ჩაშლილ ჩვენს ვიზიტს" - ელისო კილაძე

გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარ რედაქტორი რედაქტორი ელისო კილაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის გადადგომის მიზეზებზე საუბრობს. 

კილაძის ინფორმაციით, სოსო გოგაშვილი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან საკუთარი ინიციტივით ელისო კილაძის, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სტრასბურგში ვიზიტი ჩაშალა.

საუბარია რამდენიმე კვირის წინ მომხდარ ფაქტზე, როდესაც ჟურნალისტს, ასევე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძეს და პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, ქვეყნის დატოვების საშუალება არ მისცეს.

კილაძე ამბობს, რომ სოსო გოგაშვილმა გერმანიის სპეცსამსახურებს ცრუ ინფორმაცია გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც თითქოს ტერორიზმში ბრალდებულ მალხაზ მაჩალიკაშვილს დანარჩენი თანმხლები პირები ევროპის ტერიტორიაზე მიაცილებდნენ.

„სოსო გოგაშვილი, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, შეეწირა სტრასბურგში ჩაშლილ ჩვენს ვიზიტს, როდესაც მან საკუთარი ინიციტივით არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გერმანულ მხარეს იმის თაობაზე, რომ აშშ-ს მოქალაქე, ვიზიტის ორგანიზატორი პაატა აბჟანდაძე, ელისო კილაძე და ზაზა სარალიძე ევროპის სახელმწიფოში მიაცილებდნენ ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირს მალხაზ მაჩალიკაშვილს,.

მაჩალიკაშვილი არ იყო ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი და მხოლოდ ჩაშლილი ვიზიტის შემდეგ დაიწყეს მისი დაბარება სუს-ში ისევე, როგორც არ იყო ძებნილი და თავისუფლად გადაადგილდებოდა ქვეყნის შიგნით. ამ ფაქტთან დაკავშირებით ორ ქვეყანაში დაიწყო გამოძიება - გერმანიაში და საქართველოში.

ჩემი ინფორმაციით, საქართველოში ამ კვირაში იმყოფებოდა ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები, რომლებმაც ადგილზე მოითხოვეს მტკიცებულებები, რომ ჩვენ გვქონდა კავშირი ტერორიზმთან და ხელს ვუწყობდით ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს, მსგავსი მტკიცებულებები არ არსებობს ბუნებაში არცერთ ჩვენგანზე მით-უმეტეს ვერ იარსებებდა ეს მონაცემები აშშ-ს მოქალაქეზე, რომელიც ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირად და მფარველად გამოცხადდა. შესაბამისად, გოგაშვილი იყო ინიციატორი ამ ყალბი ცნობების გაგზავნის და მისი თანამდებობა შეეწირა ამას, რა თქმა უნდა მას თანამდებობა არანაირი საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია"-აცხადებს ელისო კილაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები