17 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
შიდსით ინფიცირების საგანგაშო შედეგები - წელს აივინფექციის 433 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

შიდსით ინფიცირების საგანგაშო შედეგები - წელს აივინფექციის 433 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შიდსის შემთხვევები მატულობს არასრულწლოვნებშიც. საქართველოში სულ 106 აივინფიცირებული ბავშვია.

აივინფექციის ვირუსით ამ დორისთვის საქართველოში 7 ათას 195 ადამიანი მკურნალობს.

სპეციალისტების განმარტებით, საქართველოში შიდსის გავრცელების ყველაზე პოპულარული გზა სქესობრივი კავშირით ვირუსის გადაცემაა.

დაავადებათა კონტროლისა და შიდსის ცენტრი მოსახლეობას საგანგებო რეკომენდაციებით მიმართავენ. სპეციალისტები საზოგადოებას ურჩევენ, რომ არ დაელოდონ სიმპტომების გამოვლენას და დროულად ჩაიტარონ ტესტირება, რომელიც უფასოა.

 

დღის ამბები