ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი უჩა მამაცაშვილს და ოთარ ფარცხალაძეს ხორბლის ბიზნესის ხელში ჩაგდების მცდელობაში ადანაშაულებს.
გიორგი გუგავა ამბობს, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომლებსაც ხორბალი რუსეთიდან საქართველოში შემოაქვთ, ლარსის საბაჟოზე გააფრთხილეს, რომ 1 სექტემბრიდან მათთვის შეზღუდვები დაწესდება.
ლეიბორისტულ პარტიაში აცხადებენ, რომ ამ ბიზნესის ხელში ჩაგდება ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვას რკინიგზის და პორტის დახმარებით სურს.
„ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, კეთილი ინებონ, ხელი აიღონ ამ მაფიოზურ გადაწყვეტილებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამწარებული ხალხი მათ კაბინეტებიდან გამოათრევს. იგეგმება ფართომასშტაბიანი აქციები და ასევე პიკეტირებები, როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე შესაძლებელია, გზების პიკეტირებაც მოხდეს,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.