გრიგოლ ვაშაძემ მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. გაერთიანებული ოპოზიციის - ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ საქართველო ყველა რელიგიური აღმსარებლობის მოქალაქეების სამშობლოა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ერთად უნდა იბრძოლონ.
„ჩვენ თანამოქალაქეს, საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსულმანს ვულოცავ ყურბან ბაირამის ბრწყინვალე დღესასწაულს. მინდა, რომ ამ დღესასწაულის დროს და მას შემდეგ თქვენი ოჯახები, თქვენი ნათესაობა, შვილები, შვილიშვილები, თქვენი სამშობლო, იყოს ბედნიერებაში, სიხარულში, სიკეთეში, კეთილდღეობაში,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.