17 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
MTV-ის მუსიკალური ვიდეორგოლების დაჯილდოების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

MTV-ის მუსიკალური ვიდეო რგოლების დაჯილდოების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. წლის ხელოვანისა და საუკეთესო მუსიკალური ვიდეოს ნომინაციაში 21 წლის კუბელმა მომღერალმა კამილა კაბელომ გაიმარჯვა.

21 წლის კუბელი მომღერალი MTV-ის ​მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების სამი ნომინაციიდან ორის გამარჯვებული გახდა. კამილა კაბელომ, წლის ხელოვანის ტიტულის გარდა, ჯილდო საუკეთესო მუსიკალური ვიდეოსთვის აიღო.

წლის სიმღერა კი პოსტ მელოუნს Post Malone ეკუთვნის. ახალგაზრდა ამერიკელი მუსიკოსის როკვარსკვლავი ნომინაციაზე წარდგენილ 6 სიმღერას შორის წლის საუკეთესოდ აღიარეს.

წლის საუკეთესო პოპვიდეოსთვის ჯილდო არიანა გრანდეს ერგო.

ყოველწლიური მუსიკალური შოუ კი სულ რამდენიმე საათის წინ ნიუ იორკში, რადიო სითი მიუზიქ ჰოლში, გაიმართა.

დღის ამბები