17 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
პური ძვირდება - პურის მწარმოებელი კომპანიებისთვის ფქვილი ბოლო კვირაში 8 ლარით გაძვირდა

ქვეყანაში შესაძლოა პური გაძვირდეს. ბოლო ერთი კვირაა პურის მწარმოებელ კომპანიებს და კერძო მეწარმეებს ფქვილში 8 ლარით მეტის გადახდა უწევთ, რაც შესამაბისად გამოიწვევს ფასის მატებას პურზეც. პურსა და სხვა პროდუქტებზე ფასების მატებას არ გამორიცხავენ ექსპერტებიც.

„ძალიან სერიოზული მატებაა. დაახლოებით საუბარია 30- 35% მატებაზე. მეორე ფაქტორია ლარის კურსის გაუარესება და მესამე ბუნებრივი გაზის ე.წ. კომერციული საფასურის ზრდა, რომელიც წინა კვირაში დაანონსდა“- ამბობს ექსპერტი, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი.

ავტორი:მარიამ შანშიაშვილი

დღის ამბები