17 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
ქართული სასწავლო ხომალდ "კადეტის" საქმით ბათუმის პროკურატურა დაინტერესდა

რუსთავი2-ის გადაცემა P.S-ში გასული რეპორტაჟის შემდეგ ქართული სასწავლო ხომალდ  კადეტის საქმით ბათუმის პროკურატურა დაინტერესდა.

ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ საერთაშორისო ნაოსნობაში ხომალდი კადეტი, სავარაუდოდ, საქართველოს და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით გაემგზავრა.

ინფორმაცია თავის დროზე გემის საეჭვო მოგზაურობის შესახებ ჰაბ ჯორჯიამ გაასაჯაროვა.

ორგანიზაციის დამფუძნებელი ბათუმის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ვასილ ურუშაძე სანაოსნო სააგენტოს ხელმძღვანელობის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს.

დღის ამბები