"კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია," "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან" დაკავშირებით, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
ისინი აცხადებენ, რომ უნივერსიტეტს სტუდენტების ნაკადის მიღება საბჭომ უსაფუძვლოდ შეუწყვიტა.
ისინი საბჭოს "შავი ზღვის საერთშორისო უნივერსიტეტის" საჩივარზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისაკენ მოუწოდებენ.
„სააპელაციო საბჭოს თხოვნით მივმართავთ, სასწრაფო რეჟიმში, სამართლიანად განიხილოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჩივარი და მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება,“- განცხადა ექსპერტმა ავტორიზაცია-აკრედიტაციის საკითხებში, ნანა როსტაშვილმა.