24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით უკვე მომზადდა და გამოიცა საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომლის პრეზენტაციაც პარლამენტში გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ესწრებოდნენ.
ამ დღესთან დაკავშირებით მიღება გაიმართა პრეზიდენტის სასახლეში, გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა.