17 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
ჭურვები და საბრძოლო მასალა ე.წ. გოროდოკის დასახლებაში - ბათუმის შემოვლით გზაზე გამნაღმველები მუშაობენ

ამ წუთებში ბათუმის შემოვლით გზაზე გამნაღმველები მუშაობენ. ჭურვები და საბრძოლო მასალა ე.წ. გოროდოკის დასახლებაში შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულმა პერსონალმა გათხრების დროს იპოვა. სამუშაოები დროებით შეწყდა.

ტერიტორიაზე წლების წინ რუსული სამხედრო ბაზა ფუნქციონირებდა და სავარაუდოა, რომ სწორედ ბაზის კუთვნილება იყო აღმოჩენილი საბრძოლო მასალა.

საეჭვო ტერიტორია ლენტით არის შემოსაზღვრული, მიმდებარე ტერიტორიაზე კი საგზაო სამუშაოები გრძელდება.

პირველადი მონაცემებით, საბრძოლო მასალა ვადაგასულია და ის სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები