17 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
მაკკეინის ხმა რომ არ ყოფილიყო სენატში რუსული აგრესიის წინააღმდეგ, დღეს სამყარო გაცილებით უარესი ადგილი იქნებოდა, - გრიგოლ ვაშაძე

ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან და მწუხარებას გამოთქვამენ. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მაკკეინი იყო გამორჩეული ლიდერი და ის ღიად გამოდიოდა რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

„ამერიკის პატრიოტი, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლე იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ეს ადამიანი არ შეიძლება არ ყოფილიყო იმ დამოუკიდებლობააღდგენილი ქვეყნების  მოკავშირე და მეგობარი, რომელმაც საბჭოთა კავშირის მარწუხებს დააღწია თავი. უმრავლესი ლიდერებისგან განსხვავდებოდა იმით, რომ მას შესანიშნავად ესმოდა ჯერ კიდევ 90-იან წლებში, რომ რუსეთის  ფედერაციამ განიცადა მიმიკრია და ეს არავითარი „დემოკრატიული სახელმწიფო“ არ არის, არის საბჭოთა  კავშირის მეორე გამოცემა სხვა არაფერი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იმპერია აღადგინოს და ის დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნები, რომლებიც მას გაექცა, დასუსტების დროს უკან დააბრუნოს. ჯონ მაკკეინის ხმა, რომ მუდმივად არ ყოფილიყო სენატში ამაღლებული რუსული აგრესიის წინააღმდეგ და საერთოდ დემოკრატიის და თავისუფლების დასაცავად, დღეს სამყარო გაცილებით უარესი ადგილი იქნებოდა,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები