17 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
ოკუპირებული რეგიონები ე.წ. აღიარებიდან ათი წლისთავს აღნიშნავენ - საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა კი პრობლემებზე საუბრობს

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დღეს ე.წ. აღიარებიდან ათი წლისთავს აღნიშნავენ. შიდა ქართლში უსაფრთხოების მოტივით უკვე მეორე დღეა ჩაკეტილია ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტები.

საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების ჩაკეტვის მიზეზი ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ღონისძიებები, რომელიც ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას ეძღვნება.  

სოფელ ოძისში საუბრობენ იმაზეც, რომ მათ არ აქვთ საშუალება საკუთარი სავარგულები დაამუშაონ ან ტყიდან შეშა გამოიტანონ. სოფელში უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობენ. ადგილობრივები ამბობენ იმასაც, რომ გარშემო მთლიანად საოკუპაციო ჯარია განლაგებული, რაც რა თქმა უნდა შიშის საფუძველს ქმნის.

კრუგში" სულ რუსეთში ვართ. აგერ აქამდე არიან ჩამოსულები,“-აცხადებენ ადგილობრივები. 

დღის ამბები