უშგულში, კოშკიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 19 წლის ახალგაზრდა სვანეთიდან თბილისში, გუშინ ვერტმფრენით გადმოიყვანეს. ის ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.
ექიმების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ოპერაციის ჩატარება საჭირო არ არის, თუმცა პაციენტი შემდგომი დაკვირვების მიზნით საავადმყოფოში რჩება.
„ოპერაციულ ჩარევას ის არ საჭიროებს. თავსდება ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია. გრძელდება მკურნალობა და მონიტორინგი,“-განაცხადაღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ექიმმა ლიკა ჯაჯანიძემ.