გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ და გაერთიანების სხვა ლიდერებმა თიანეთში შეხვედრები გამართეს. ადგილობრივი მოსახლეობა უმუშევრობისა და ლარის გაუფასურების ფონზე არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს. მათივე თქმით, ისინი ვერ იხდიან საბანკო კრედიტებს, გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რიცხვი. მცირე მეწარმეების და გლეხების მტკიცებით, შემოსავლის არ არსებობის გამო, მათ პროდუქციას ვერავინ ყიდულობს.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, სიღარიბის დასაძლევად გაერთიანებული ოპოზიციის გეგმაა - გადასახადების შემცირება, ინვესტიციები მოზიდვა, სხვადასხვა მსხვილი და საშუალო პროექტების, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა.
"მოვიგებთ ამ არჩევნებს, აუცილებლად მოვიგებთ ამ არჩევნებს იმიტომ, რომ წარმოუდგენელი საპროტესტო მუხტი არის. ადამიანებს, მოქალაქეებს აქვთ სრულიად ლეგიტიმური და კანონიერი მოთხოვნები. თუ მთაში გინდა ხალხის დაკავება, ამ ხალხს რაღაც პრეფერენციები ხომ უნდა ჰქონდეთ და შემდეგ, მათ ხომ უნდა შეუქმნა სამუშაო ადგილები, შესანიშნავი საერთაშორისო კურორტის გაკეთება შეიძლება აქ,"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.