”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ბანკებითა და საფინანსო ორგანიზაციებით დაზარალებული პირებისთვის გარანტიის სერტიფიკატების გადაცემას განაგრძობენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზალიკო უდუმაშვილი საფინანსო ორგანიზაციისგან დაზარალებულ ძიმცეიშვილის ოჯახს ესტუმრა. 2016 წელს ოჯახმა საკრედიტო დაწესებულებაში ანაბარის სახით შეიტანა თანხა, ხოლო საფინანსო ორგანიზაციამ ვალდებულება არ შეასრულა და თანხის დაბრუნებაზე უარი თქვა.