17 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
ის, რომ საქართველომ დაიწყო ომი, აბსურდული განცხადებაა, თუმცა ტიპიური პუტინისთვის - მაკკეინის შეფასება აგვისტოს ომზე

მტკიცე პოზიცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ -სენატორი მაკკეინი ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ თანადგომას გამოხატავდა. ის არ ერიდებოდა რუსული პოლიტიკის ღია კრიტიკას და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ სწორედ პუტინის რუსეთმა დაიწყო საქართველოში ომი და ქვეყანა იძულებული გახდა ეს თავდასხმა მოეგერიებინა.

"პარალელი იმაში მდგომარეობს, რომ ვლადიმერ პუტინი ორ ქვეყანაში შეიჭრა. ორ ქვეყანაში, რომლებიც სუვერენული სახელმწიფოები არიან და ამით დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც გაფორმდა, დაირღვა და ახლაც ირღვევა ვლადიმერ პუტინის მიერ. რუსეთი დაესხა თავს საქართველოს და ქართველმა ხალხმა უპასუხა ამ თავდასხმას, მისი სამხედროების და ლიდერების მეთაურობით, პრეზიდენტ სააკაშვილის ჩათვლით. ეს იყო პასუხი თავდასხმაზე. მათ უბრალოდ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. ზოგი ამბობს, რომ ეს შეცდომა იყო. მე ვერ ვუწოდებ შეცდომას საკუთარი ქვეყნის დაცვას და პრეზიდენტმა სააკაშვილმა სწორედ საკუთარი ქვეყანა დაიცვა. ის, რომ საქართველომ დაიწყო ომი, აბსურდული განცხადებაა, თუმცა ტიპიური პუტინისთვის. ეს იყო თავდასხმაზე პასუხი, რაც ქვეყნის ყველა ლიდერის და სამხედრო პირის ვალდებულებაა. ეს არ იყო შეცდომა და ყველა პასუხისმგებლობიანი მთავრობა ასე მოიქცეოდა, როდესაც რუსული ტანკები ქვეყანაში მოძრაობენ. სხვა არჩევანი არ არსებობდა. თუ ხელისუფლება დაელოდებოდა ევროპელების მხარდაჭერას, მეეჭვება რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოუწევდათ ცდა, რისი დროც არ არსებობდა. ამიტომაც ეს არჩევანი უალტერნატივო იყო,“-განაცხადა მაკკეინმა.

დღის ამბები