17 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
ჯონ მაკკეინის ოჯახმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას თხოვნით მიმართა, რომ დონალდ ტრამპი დაკრძალვის ცერემონიას არ დაესწროს

ჯონ მაკკეინის ცხედარი მისი სახლიდან უკვე გადაასვენეს არიზონას შტატის დედაქალაქ ფინიქსში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. ყველაზე ცნობილ და გავლენიან ამერიკელ სენატორს ქალაქ ანაპოლისში დაკრძალავენ. ჯონ მაკკეინის ოჯახმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას თხოვნით მიმართა, რომ დონალდ ტრამპი დაკრძალვის ცერემონიას არ დაესწროს და მხოლოდ გამოსამშვიდობებელი სიტყვით შემოიფარგლოს. სენატორის გარდაცვალების გამო მწუხარება ქვეყნის ლიდერმა Twitter-ის ქსელში გამოხატა. ტრამპის ბრძანებით, თეთრ სახლსა და სხვა სამთავრობო შენობებზე გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშები დაუშვეს. ჯონ მაკკეინის ხსოვნას პატივს მიაგებენ შეერთებული შტატების მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებიც. ბარაკ ობამამ სენატორს უპრეცედენტო მამაცობის მაგალითი უწოდა. სენატში დემოკრატების ლიდერი ჩაკ შუმერი კი კონგრესის ისტორიული შენობისთვის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა. 

დღის ამბები