ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
„ჯონ მაკკეინი იყო საქართველოს ძვირფასი მეგობარი და გულმხურვალე მხარდამჭერი. ის იყო ამერიკელი გმირი, რომლის მემკვიდრეობა მთელს მსოფლიოში ცხოვრობს. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მის ოჯახთან არის,“ - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი Twitter-ის გვერდზე.