ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს კიდევ 5 ახალგაზრდა შეიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს სავარაუდოდ ალკოჰოლური და გაურკვეველი სუბსტანციით მოწამვლის ნიშნები აღენიშნებათ, თუმცა არც ერთი მათგანის მდგომარეობა ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის. გაურკვეველი ნივთიერებით მოწამვლის შედეგად, გუშინ ანაკლიაში ფესტივალზე მყოფი ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ათი კი საავადმყოფოში მოხვდა.