17 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
შავი ზღვის უნივერსიტეტმა დავალიანება დაფარა -რექტორატი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს

შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორატი მოუწოდებს მთავრობას ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას გადახედონ, თავად ავტორიზაციის საბჭოს კი მიღებული გადაწყვეტილების გადასახედად ვადას ხვალამდე აძლევს. ადმინისტრაციამ სადავო საგადასახადო დავალიანება უკვე დაფარა. საუბარია 715 ათას ლარზე, რომელიც სასწავლებელმა დღეს გადაიხადა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განცხადებები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან გააკეთეს. დღესვე სტუდენტებმა პრემიერთან შეხვედრაც მოითხოვეს. მთავრობის კანცელარიას ახალგაზრდებმა ხვალ აქციაც დააანონსეს. 

დღის ამბები