17 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
"თქვენი ლოცვები მჭირდება... თქვენი ლოცვები რომ არ ყოფილიყო, მე ვერ ავიტანდი იმ ტკივილებს, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ"-პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ილია მეორეს გუშინ ეპისკოპოსად კურთხევის 55 წელი შეუსრულდა და პატრიარქმა ამ რთულ გზაზე აუცილებელ თანადგომაზე ისაუბრა.

"დღეს მინდა გითხრათ თქვენ ჩემი გამოცდა, განსაცდელი, რომელიც მე გამოვიარე სასულიერო აკადემიის შემდეგ. მე მქონდა ასეთი შინაგანი კითხვა: რას ნიშნავს სიახლოვე უფალთან, რას გრძნობს ადამიანი ამ სიახლოვის დროს. მე აკადემიის შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ დამნიშნა მცხეთის სამთავროს მონასტერში წირვა-ლოცვებისათვის. საოცარი რამ მოხდა. სახარების დროს მადლი გადმოვიდა. გუშინ შესრულდა 55 წელი  ჩემი ეპისკოპოსად კურთხევისა. თქვენი ლოცვები მჭირდება. თქვენი ლოცვები რომ არ ყოფილიყო, მე ვერ ავიტანდი იმ ტკივილებს, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ,“-განაცხადა ილია მეორემ. 

დღის ამბები