17 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ათი წლისთავი - საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ათი წლისთავს განცხადებით ეხმიანება საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვმია, რომ საქართველო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აქტიურ მონაწილეობას აგრძელებს. 

"დღეს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ურყევად დგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის სადარაჯოზე. ადრე თუ გვიან, რუსეთის ფედერაციას მოუწევს  ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია. თავის მხრივ, საქართველო აგრძელებს კონსტრუქციულ და აქტიურ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რათა ხელშესახები პროგრესი იქნას მიღწეული დღის წესრიგის ისეთ მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება," - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

დღის ამბები