ფრანკფურტში "რივერ ბენქის" მასშტაბური ფესტივალი გრძელდება. ფესტივალზე საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, მრავალფეროვანი კულტურული და მუსიკალური პროგრამითაა წარმოდგენილი.
მაყურებლის წინაშე კონცერტებით წარდგნენ ბავშვთა ანსამბლები. სამი დღის მანძილზე გამოფენილია ქართული რეწვის ნიმუშები, ანბანის თემაზე ქართული სუვენირების მომზადების პროცესში დამთვალიერებლები უშუალოდ ერთვებიან.
ფესტივალის ფარგლებში, ეწყობა ქართული კულინარიისა და ღვინის დეგუსტაცია.