17 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
მედიკამენტებისა და ლუკმა-პურის გარეშე - უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი და შეწყვეტილი სოციალური დახმარება

მედიკამენტებისა და ლუკმა-პურის გარეშე დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც საცხოვრებელი თავზე ენგრევათ - უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახები სახელმწიფოსგან დახმარების მიღებას ვერ ახერხებენ.

სიღატაკეში მცხოვრებ შამანაურების ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა. სახლი, რომელიც ყოველდღიურად ინგრევა, სოციალურმა აგენტმა 79 ათასი ქულით შეაფასა. დახმარების შეწყვეტის დროს, მას არც ის გაუთვალისიწნებია, რომ ოჯახის ორივე წევრი მძიმე ავადმყოფი და შრომისუუნაროა. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 70 ლარიანი ინვალიდობის პენსიაა, თუმცა ეს თანხა თვიდან თვემდე საკვებს და მედიკამენტებს არ ჰყოფნის.

სოციალური დახმარება 3 წლის წინ მოუხსნეს თამარ ჯაჯანაშვილს. სახლში, რომლის სახურავიც წვიმისგან, კედლები კი ქარისგანაც ვერ იცავს, თამარ ჯაჯანაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების 28 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს.

სოფელ ვაზისუბანში სოციალური დახმარება რამდენიმე ოჯახს შეუწყდა.

შეცვლილ მეთოდოლოგიას იშველიებენ ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური დახმარებების შეწყვეტის მიზეზად. თეა გვარამაძის განცხადებით, აგენტები ქულებს რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით ითვლიან. სტატუსის შეცვლის მოთხოვნით შემწეობის გარეშე დარჩენილ ოჯახებს მხოლოდ წელიწადში ერთხელ შეუძლიათ სააგენტოსთვის მიმართვა.

ოფიციალური მონაცემებით, სოციალურად დაუცველის სატტუსი ბოლო პერიოდში 7600-მდე პირს მოეხსნა. შემწეობას კი სახელმწიფო მხოლოდ იმ შემთხვევაში ნიშნავს თუ ოჯახი 65 ათას ან ნაკლებ ქულას დააგროვებს. 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი, ია გულიაშვილი, იზო ჩუბინიძე. 

 

დღის ამბები