17 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
სანთლები და ამერიკა-საქართველოს დროშები პარლამენტთან - თბილისში მაკკეინის ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისში გარდაცვლილი ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის ხსოვნას პატივი მიაგეს. ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სანთლები და ამერიკა-საქართველოს დროშები მიიტანეს. ადგილზე პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ. 

შეკრების ორგანიზატორი გაერთიანებული ოპოზიციაა. აქციის წევრების თქმით, სენატორი მაკკეინი ძლიერი პოლიტიკოსი და საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი იყო.

ოპოზიციური პარტიის წევრების თქმით, სენატორის გარდაცვალებით, საქართველომ ერთგული მეგობარი დაკარგა. ისინი ამბობენ, რომ ჯონ მაკკეინმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ჯონ მაკკეინმა საკვანძო როლი ითამაშა. 

დღის ამბები