ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სულ 18 პაციენტი მოხვდა, მათგან ერთი - 21 წლის ახალგაზრდა, გარდაიცვალა.
პაციენტების დიდ ნაწილს უცნობი ნივთიერებით მოწამვლა დაუდგინდა, რამდენიმე მათგანის ჰოსპიტალიზება კი, კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო, გახდა საჭირო.
ფესტივალის ბოლო დღეს საავადმყოფოში 8 ახალგაზრდა მოხვდა. ანაკლია ექო ვეივის მიმდინარეობისას გაცილებით მეტ ადამიანს პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწია.
ამ დროისთვის ყველა პაციენტი საავადმყოფოდან გაწერილია. ფესტივალი კი 23-დან 26 აგვისტოს ჩათვლით გრძელდებოდა და მის ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.