17 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
გერმანიაში ულტრამემარჯვენეების აქცია არეულობით დასრულდა

გერმანიაში, ქალაქ ხემნიცში ულტრამემარჯვენეების აქცია არეულობით დასრულდა.

ათასობით ადამიანი გამოვიდა გერმანელი მამაკაცის მკვლელობის გასაპროტესტებლად, თუმცა აქციაზე ნაციონალისტური შინაარსის ლოზუნგებსაც სკანდირებდნენ.

ვითარება მემარცხენე აქტივისტების გამოჩენის შემდეგ დაიძაბა. ისინი აცხადებდნენ, რომ გერმანელებმა ქვეყანაში ნაცისტური პროპაგანდა არ უნდა დაუშვან. მიტინგზე დაუდგენელმა პირებმა აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს ქვები ესროლეს, შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

მკვლელობა 26 აგვისტოს მოხდა, ცნობილია, რომ დაკავებულები ერაყელი და სირიელი მიგრანტები არიან. მას შემდეგ რაც მათი ვინაობა დადასტურდა, გერმანიაში მიგრანტთა საწინააღმდეგო კამპანია განახლდა.

დღის ამბები