10 პოლიტიკური პარტია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს. ოპოზიცია, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს და იმ კონკრეტულ ნაბიჯებს ასახელებს, რაც კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობა, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
მიმართვაში ნათქვამია, რომ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება უნდა მოხდეს მხოლოდ პროფესიული ნიშნით და გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტით, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის სხდომები უნდა იყოს საზოგადოებისთვის ღია და მისი ტრანსლირება საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდის საშუალებით უნდა ხდებოდეს.