საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.
სოფელ ჭვრინისის მკვიდრი ამავე სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც 62 წლის გიორგი ხარაზიშვილი საქონელს მწყემსავდა.
როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქე ოკუპანტებმა ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ოკუპანტებმა ივნისის ბოლოს სოფელ ჭვრინისის კიდევ ერთი მკვიდრი, 16 წლის ტატო ხარაზიშვილი, დააკავეს, რომელიც სამდღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.