17 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
ხანძარი ხაშურის რაიონში - ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ხაშურის რაიონის სოფელ ცედანში გაჩენილი ხა​ნძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში დამატებითი სპეც-ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს.

არ არის გამორიცხული, სამუშაოებში ავიაციის ჩართვაც გახდეს საჭირო. ცეცხლი სოფელ ცედანთან ახლოს, 10 ჰექტრამდე ტყეს უკიდია, სახანძრო სამუშაოებს კი მიუდგომელი რელიეფი ართულებს. 200-ზე მეტი მეხანძრე თითქმის 15 საათია უშედეგოდ ცდილობს ცეცხლის ლოკალიზებას.

ხანძრის ლიკვიდირებას რელიეფის გარდა ქარიც ართულებს. ამ ეტაპზე ღია ცეცხლის კერები არ არსებობს. რაც შეეხება სოფელში ხანძრის გავრცელების საფრთხეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამის საშიშროება არ დგას.

დღის ამბები