17 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
შეხვედრა ჩხოროწყუს ბაზრის მოვაჭეებთან - გრიგოლ ვაშაძემ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები ჩხოროწყუს აგრარულ ბაზარში გლეხებს და მცირე მეწარმეებს გაესაუბრნენ. ადგილობრივების განცხადებით ბოლო წლებში მკვეთრად იმატა სიღარიბემ, რასაც ლარის გაუფასურებაც დაერთო. ამის გამო კი  კრედიტების გადახდა შეუძლებელი გახდა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყება პროგრამების განსახორციელებლად უმუშევრობის პრობლემის გადასაჭრელად, პენსია გახდება 400 ლარი. ხელისუფლება ორიენტირებული იქნება ხალხის საჭიროებაზე და არა ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე.

დღის ამბები