17 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
საქართველოს ხუთმა მოქალაქემ იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი გაქურდა

საქართველოს ხუთმა მოქალაქემ, იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი გაქურდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს. მედიის ცნობით  საქართველოს ხუთმა მოქალაქემ აგვისტოში მილანში რამდენიმე ბინა გაქურდა, რომელთა შორის ერთ-ერთი მინისტრის მშობლების კუთვნილი ბინაა.

ეჭვმიტანილი ქართველები პოლიციამ 27 აგვისტოს, იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი მილანის დატოვებას გეგმავდნენ. ნაპოვნია მოპარული ნივთების ნაწილი. უმეტესობა კი პოლიციის ვარაუდით, იტალიიდან უკვე გატანილია.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო უახლოეს ხანში იმსჯელებს. 

დღის ამბები