17 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
თრუსოს ხეობიდან გატაცებული 5 მოლაშქრის გამოშვებას ერგნეთში ელოდებიან

თრუსოს ხეობიდან გატაცებული 5 ახალგაზრდა ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ჰყავთ დაკავებული. ცხინვალის იზოლატორიდან მათ გამოშვებას ახალგაზრდების მშობლები ერგნეთში ელოდებიან. გატაცებულების ოჯახებმა უკვე გადაიხადეს ოკუპანტების მიერ მოთხოვნილი თანხები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცით, საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულ მოლაშქრეებს 16:00 საათისთვის გამოუშვებენ.

საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ, მათ სავარაუდოდ მცხეთაში, პოლიციის სამმართველოში გადაიყვანენ.

ადგილზე იმყოფებიან დაკავებული ახალგაზრდების მშობლები. ისინი მომხდარის მიზეზებზე ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ მათი შვილები ახალბედა მოლაშქრეები არ არიან და მათ თითქმის გამორიცხულია გზა არეოდათ.

ბექა მაღრაძის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ყაზბეგსა და თრუსოს ხეობაში რამდენიმეჯერ არის ნამყოფი.

დღის ამბები