17 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
სოციალური მედიით აგორებული შავი PR - "სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

ოპონენტების წინააღმდეგ აგორებული შავი PR გაყალბებული ამბებით და შავი ფული, რომელსაც პოლიტიკური პარტიები სოციალურ ქსელში და ყოველგვარი კონტროლის გარეშე ხარჯავენ - ეს არის ის ახალი მანკიერი ტენდენციები, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ იკვეთება.  წინასაარჩევნო გარემო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა” შეისწავლა.

„საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება სოციალური მედიაში ყალბი ფეისბუქ გვერდები, რომლებიც დაკავებულები არიან კანდიდატების და პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაციით და ასევე ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს და მათ შორის არსებობენ გვერდები, რომლებიც დაკავებულები არიან რუსული მესიჯების გავრცელებით და ანტიდასავლური და ანტიევროპული განწყობების გაღვივებით საზოგადოებაში. ამ მხრივ  პრობლემას ვხედავთ იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროცესებისთვის იხარჯება თანხები,“-განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების,” იურისტმა ნინო რიჟამაძემ.

ყალბი ფეისბუქ გვერდების გამოყენებას 21-ე საუკუნის პრობლემად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი. ეკა გიგაური აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ რეაგირებს ამაზე სახელმწიფო. მისივე თქმით სოციალურ ქსელს დღეს შეიძლება უფრო მეტი გავლენა ჰქონდეს, ვიდრე ქუჩაში აგიტაციას. 

„მე ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელები დღეს იმდენად მნიშვნელოვანია და იმხელა გავლენა შეიძლება მოახდინონ, რომ ქუჩაში აგიტაციამ შეიძლება ასეთი გავლენა ვერ  მოახდინოს ამომრჩევლის აზრის ფორმირებაზე. ამიტომ  ჩვენ მოვუწოდებთ როგორც ცესკო-ს ასევე სხვა შესაბამის ორგანოებს, რომ ამაზე შესაბამისი რეაგირება იყოს,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც მოხვდა.

დღის ამბები