29 სექტემბერი 2024,   17:29
ვრცლად
ავარია ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე - დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა დაზიანებები აქვთ მიღებული შემთხვევის შედეგად დაშავებულებს.

დღის ამბები